ისევ დავღონდი, არ ვიცი რათა
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
***
ისევ დავღონდი, არ ვიცი რათა,
ავადმყოფობის შემდეგ მე გავხდი.
მე ვხედავ ქათმებს, აგერ ზის კატაც,
ამ დროს ეზოში შემოდის ნავთი.
ქუჩიდან ისევ ისმის ხმაური,
ცისფერი მტრედი მიფრინავს გზაზე.
ნაწვიმარია. ეს ინდაური
სულ მიწას ჩიჩქნის და მარცვალს ეძებს.