ისევ ელვარებს დარდები...
21
აპრ
2026
ტერენტი გრანელი
ისევ ელვარებს დარდები გულში
და ზამთარია და ასე ცივა.
მე გამოვედი ციხიდან გუშინ
და ახლა ისევ საყდარში ვზივარ.
ისევ ელვარებს დარდები გულში,
თან უფსკრულია, თან ასე მსურს მე.
მე გამოვედი ციხიდან გუშინ
და ახლა ისევ გალობას ვუსმენ.