ისევ ერთად მივალთ მთვრალი ..
3
სექ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ისევ ერთად მივალთ მთვრალი
მე და ჩემი ძველი დარდი,
ზამთარს წაჰყვა თებერვალი
და თებერვალს მიჰყვა მარტი.
ნიაღვრებად მიდის წვიმა,
როგორც მკრთალი სიმზე სიმი.
არავინ არ გაგვიღიმა,
არც გვჭირდება მათი ღიმი.
რა შეიქმნა უსაშველო,
სიკვდილსაც რომ აღარ გვაცლი!
ჩამოგვეხსენ, გულის მკვლელო,
ვერა, სულს ვერ ამოგვაცლი!