ივანე მაჩაბელი (პირადი წერილები) დეკემბერი
13
მაი
2025
ივანე მაჩაბელი
20 დეკემბერი. 1876 წ. _…. გახსოვს პატარები რომ ვიყავით, დავსხდებოდით ხოლმე ახალი წლის წინა დღეს და ვანგარიშობდით _ეხლა ახალწელიწადი ქალაქს არის მოსული, ეხლა გორს, საცაა აქაც მოვაო… თუ არ დაიზარებ და ხანდისხან მანდაურ ამბით მასიამოვნებ ხოლმე, იცოდე შენი წიგნი იქნება დიდს ნუგეშად და გული გამათბობლად ამ შორეულს ქვეყანაში შენი ძმის ვანოსათვის.
საყვარელო ძმაო ილიკო, დიდად მასიამოვნა შენმა წიგნმა, მეტადრე იმიტომ, რომ არ მოველოდი აგრე თავისუფლად თუ შეგეძლო ქართულად წერა. ~