ჯენი ჰოლზერის სურათებით ..
15
აგვ
2026
კარლო კაჭარავა
ჯენი ჰოლზერის სურათებით პარიზის მეტრო
იძენს შეშლილ და კარნავლურ იერს.
ვითომ კლოშარიც კიბესთან რომ ეგდო,
ვეღარ ახარებს მგზავრს გულისხმიერს.
შენს საკონცენტრაციო ბანაკში,
რომელიც ჰგავდა კიოლნის ტაძარს,
სადღაც კრინნეფეტცთან ჭუჭყიან ლაბადაში გახვეული,
როცა ჰგავდი ბებერ კურდღელს,
სასაცილოდ იწვდიდი წვიმისაკენ ხელს.