ჯობს ამ ზეგნიდან ახლა დავეშვა..
26
იან
2026
ფრიდონ ხალვაში
ჯობს ამ ზეგნიდან ახლა დავეშვა, _
შევეყუდები სადმე დაბლობებს,
თორემ ისეთი მზერით დამბომბეს
შურისძიებით შენმა თვალებმა,
თუკი გადავრჩი, შემოვალ აღარ,
სულ სხვა სახეზე ღიმილს მოვძებნი,
წამოვაყენებ სიტყვას მოცელილს,
რომ მივცე გული ახალს და მაღალს.