ჯუფთ არს არა ვის ..
13
აგვ
2025
მეფე ვახტანგ VI
ჯუფთ არს არა ვის, ეთქვა არავის, თუ ვინ აწ ბრძანებს, ვეჭვ, არს შემდგომი.
ვმონე ქრისტესა, მას ჩემსა მწესა, უნდო, არ კეთილთ ფრიად შემდგომი,
ამის ლექსვაში ვიყავ მწვე ვაში, ნუ ეჭვთ მყოლოდეს შემწე, შემდგომი,
ბრძენთ დავაბრალო, უცებთ ვერ მრავლო, ხომ ხარ რიტორთა გზაზე შემდგომი.