კ ე ნ ტ ი

შალვა აფხაიძეს

ქალაქის ბაღის ყრუ კუთხეში დაჯდება მარტო. უსმენს მუსიკას, კრიალოსანზე ითვლის წარსულ წელიწადებს - ქარვასავით დაბინდულს. იგონებს მეგობრებს.

ხშირად ჩამოეძინება ცარიელ სკამზე და სიზმარივით ესმის სიცილი, კაბების შრიალი.

დაბინდდება, გაჩუმდება მუსიკა. ხალხი წავა.

უგულო გაჰყვება განათებულ ქუჩებს.

არ უნდა ადრე დაბრუნება ცივ ოთახში: არავინ დახვდება, არავინ მოეფერება.