კ-სადმი
კ-სადმი
ორიგინალის ავტორი: ალექსანდრე პუშკინი. ქართულად: მიხეილ თუმანიშვილი.
(პუშკინიდამ)
მახსოვს, მახსოვს დრო ნეტარი,
როს აღუჩდი თვალთა ჩემთა,
ვით ჩვენება მოღიმარი,
ვით მაჩვენი ეშხის ღმერთა.
უიმედოს ჭმუნვისა დროს
ხმასა ტკბილსა მომასმენდი,
მომალხენდი უნუგეშოს,
ანგელოზებრ მეხატვოდი.
დღეთა განვლეს, წარიტაცეს
ნეტარება ადრინდელი,
გონებითგან განაქარვეს
ხმა ნარნარი, სახე მწველი.
და მას აქედ, საყვარელო,
ვიყავ სოფლად ვითა ბნელში:
ვინატრიდი, რომ მომეღო
კვალად ტრფობა და ნუგეში.
აწ აღმიხდა თქმა გულისა:
აწა კვალად ვით ჩვენება,
ვითა ღმერთა შვენებისა,
სატრფიალოდ მევლინება.
და ნაცნობი, ადრინდელი,
გულს ეწია დრო ნეტარი,
მესმის კვალად ხმა ნარნარი,
შუქსა მაფენს სახე მწველი.
1838 წ.