კახთ-მაჭავარი

საყდრით გამოდის პატარა კახის
კარის მოძღვარი კახთ-მაჭავარი,
რომელიც თურმე ყოფილა ნაღდი
კაცი და, მერე, კაცი რავარი! –
ჩემი არ იყოს, ქართველი ხალხი
ყოფილა თურმე მისთვის მთავარი.