კარს მივადექი... და ტანში გამცრა..
1
ნოე
2025
შოთა ნიშნიანიძე
კარს მივადექი...
და ტანში გამცრა
და გამოვბრუნდი უკან ბარბაცით:
ბუკინისტური დარაბის ნაცვლად
შემრჩა სახინკლე...ლუდის დარბაზი...
და ამედევნა ისეთი განცდა,
თითქოს აღმოვჩნდი საყვარელ სახლთან,
შევირბინე და...
მეგობრის ნაცვლად
გადიდებული სურათი დამხვდა...