კაცი,როცა იბადება

კაცი როცა იბადება,
ირგვლივ ყველა იბადრება!
ტვინი, ტანი, რომ ეზრდება,
ის ნელ-ნელა ხალხს ბეზრდება...

ხოლო, როცა მოხუცდება,
ჯანმრთელობა მოუცვდება,
აზროვნება გაჭირდება
- აღარავის არ სჭირდება.

ბოლოს, როცა გარდიცვლება,
ბევრი ბოცა დაიცლება.
ღრეობაა გამართული,
ისევ ყველა გაბადრული...