ხან უფსკრულები, ხან მწვერვალები
14
იან
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ელვის ბილიკზე მიდის ფეხები
და მეცემიან თოვლის ვარდები.
ხან უფსკრულეთში გადვიჩეხები,
ხან მწვერვალებზე აღვიმართები.
ხან ქარიშხალი და ხან ნიავი
მეტოლებოდა მაღალ სიონის,
არამოსალხენ დღეთა სიავე
და თეთრი კუბო კავკასიონის.
მაგრამ უცებ სხვა მოვარდა შხამი,
უცებ ორკესტრმა იპოვა წამი,
გადასრიალდა მთელი ლანდეთი:
ჩემი ახალი შარავანდედით.