ხანდახან..
10
დეკ
2025
თამაზ ბაძაღუა
ხანდახან, როცა ქვაფენილების
ყალბი ხმაური გამომაფხიზლებს
და მხიარული კაცუნების უძლური
მზერა
კაუჭივით მედება გულზე.
ვფიქრობ, დროა დავხურო კარი,
რომ მარტოყოფმა და ბედნიერმა
დაბადების დღე გადაუხადო
ჩემს ახალგაზრდა
ოცდაექვსი წლის ღამეს...