ხარბი ყოფილხარ, ცხოვრებავ ..

ხარბი ყოფილხარ, ცხოვრებავ,
შენ მადლიმც დაიწყევება,
ყმაწვილს სულ ლხინი მეგონე,
შენ ზღვა ყოფილხარ ვეება,
მანამ ვიბრძოლებ, სოფელო,
სანამ გულს გამიხევება,
არც შენ დაგითმობ, სიკვდილო,
მაინც თავს გავიმხნევება,
ხალხმა თქვას: _
არხოტიონი
სიკვდილსაც კიდევ შეება!!!