ხე ეკლესიის ..
9
აპრ
2025
ნიკო სამადაშვილი
ხე ეკლესიის მათხოვარს ჰგავდა,
თითქოს გულს ქრისტემ ხელი დარია,
შენი ფიქრების ჩრდილთა გოგმანი
მტრედის სიზმრებში მომიპარია.
რომ ფოთლებიდან მეცქირა დიდხანს,
როგორ მალავდა ცრემლს მეგობარი,
და დამელია ბნელ ლუდხანაში
ჩემი ცხოვრების შესანდრობარი.