ხეებს ფოთოლი დასცვივდა ისევ ..
6
აპრ
2025
ოთარ ჭილაძე
ხეებს ფოთოლი დასცვივდა ისევ-
სიბერის შუქით განაზებული-
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე,
აქამდე თითქოს არარსებული.
მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ
და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში...
შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა
და ვერ მივმხვდარვარ - რატომღა დარჩი.