ხევსურ ჩამოდის ლიქოკით ..
14
აპრ
2026
მუხრან მაჭავარიანი
ხევსურ ჩამოდის ლიქოკით;
მოყმენი ფრანგულს უქებენ...
რამდენი რამე იყო ყე
კარგი და ჩემი ურგები!
შემოდგომაა გარშემო:
ქალიშვილს უჩანს მუხლები...
რამდენიმე რამე არსებობს
კარგი და ჩემი ურგები!
მერცხლები ძალას იკრებენ:
გაფრინდებიან უკლებლივ...
რამდენი რამე იქნება
კარგი და ჩემი ურგები!