ხომ არაფრად არ ღირს ..
9
ივნ
2025
გოდერძი ჩოხელი
ხომ არაფრად არ ღირს
წუთისოფლის ბრუნვა,
მაინც რაღაცას ისეთს
ჩაგვჩურჩულებს ქარი,
უცებ გაყუჩდება
გულში დიდი ურვა,
თითქოს გვავიწყდება
ახლობელი მკვდარიც,
სადღაციდან დაჰკრავს
სიხარულის ზარი
და აღარც კი გვახსოვს
სოფლის ავი ბრუნვა.