ხუმრობა მეორე
14
ივნ
2026
სიმონ ჩიქოვანი
შენი სხეულიგათლილია როგორც კრისტალი,
შენი ფეხები ხეებია მარმარილოზე.
ეგებ შენ იყავ კრიტიკოსზე უფრო მართალი,
როცა მითხარი: სასაცილო ხართ სასაცილოზე.
მემომცრო ტანის, შეჩვეული მხოლოდ სიტლანქეს
ვეღარ ვახერხებ ცეკვასა და დაკვრას ძვლებიდან
სჯობდა მგოსნობას, ვყოფილიყავ ქვეყნად აქლემი
შენი წაყვანა ზურგით მაინც შემეძლებოდა.