ხუმრობის მსგავსი
12
ნოე
2025
სიმონ ჩიქოვანი
შრიალებენ ხეები და ნაწნავი შენი
შრიალებს, როგორც ფუჩეჩი სიმინდის.
მინდა გამკობდეს სითბო ბურბუშელის,
ხაო აბრეშუმის, ფერი გიშერის.
საჭიროა ტრფიალით მწვავდე,
სანამ დადგება საწუთროს ბინდი.
ვიაროთ ფეხით ცამდე,
დავთუთქოთ ტერფები შიშველი
დათუ ცა შეგხვდა,
უთუოდ გვიშველის.