ყოველი დღე
22
აგვ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ყოველი დღე ათარიღებს
ფართოდ გაშლილ შრომის ქებას,
რომ მუდმივად იგი იღებს
ლეგენდარულ გამარჯვებას.
თბილისს სიცხის ხურავს კალთა,
სწვავს სახურავს, ხეთქავს კედლებს,
მაგრამ დახეთ ორთქლმავალთა
შემკეთებელ ქარხნის მჭედელს.
ძლიერია მისი ხედვა
და ფრონტი გრძნობს, თუ როგორ მან
სულ ერთ დღეში გამოსჭედა
ხუთასი დღის საქმე, ნორმა.
აღწევს საკავშირო რეკორდს,
ხმა მიჰყვება ლიანდაგებს,
და რკინიგზის რიტმი რეკავს,
რომ მას საქმე, საქმე აქებს.