ყოვლად-წმიდის ქება
24
თებ
2025
ბესარიონ გაბაშვილი
ჯერისაებრ ქება შენი
არვის ძალ-უძს, ღვთისა სძალო!
ჯერ-არს, შეკრბენ ანგელოსნი,
ქვეყნიერნი კაცნი, ქალო!
ჯობს, რომ გიძღვნან კინამ-კასნი,
გუნდრუკ-მური და შტახსალო!
ჯვარს-ცმულისა ქრისტეს დედავ,
ცოდვილს მკურნე, დედოფალო!