კურდღელი
4
თებ
2026
გივი ჭიჭინაძე
კურდღელი ვარ ყურცქვიტა,
დავალ სკაპასკუპითა.
მოვიპარავ სტაფილოს,
შევჭამ კნატაკნუტითა.
ცივ წყაროსთან მივირბენ,
წყალს ვსვამ ყლაპაყლუპითა,
მერე სერზე ყურები
მიმაქვს ტყაპატყუპითა,
წინ თუ შემხვდა მეველე,
ცრემლს ვღვრი ღაპაღუპითა.