ყველა განვლილი წამი ჩვენია!
18
ნოე
2025
ოთარ ჭილაძე
მინდვრის ბოლოში ბრწყინავს მდინარე
მდინარის გაღმა ბრწყინავს კრამიტი,
კრამიტს გადაღმა ბრწყინავს მყინვარი
და ყველაფერზე ბრწყინავს ამინდი.
გლეხი კი მაინც არ მიდის არსად,
სულში ჩასცქერის გადახნულ მინდორს –
თავისი ვაშლის თუ ჭერმის მსგავსად,
მიწაში ფესვი გაუდგამს თითქოს.