ყველგან დირიჟორად არის ინჟინერი
18
ოქტ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ყველგან დირიჟორად არის ინჟინერი
ქვეყნად სახლებია, ზღვაზე გემებია,
ყველგან დირიჟორად არის ინჟინერი.
არჩევს ხელსაწყოებს, დაუჩემებია
არტეზიანების გული ნაშენარი.
მისით მანქანები აგუგუნდებიან,
მისით რკინიგზები გადაიხლართება,
მისით ხომალდები შორით ბრუნდებიან,
რთული მექანიკა მწყობრად იმართება.
მიჰყევ, გაუგონე ბორბლებს სიარული,
არის საუკუნე ინდუსტრიალური.