კვირხილს და ნეკერს..

კვირხილს და ნეკერს
ხოკერ ზურგზე რომ ვიკიდებდი,
აღმართში, მთისკენ
მოკაკვული რომ ვაბიჯებდი,
მე, ალბათ, მონა
სიმაღლეთა ბატონ-დიდების,
კი არ მივდევდი,
ღვთის ბოძებულ ბილიკს ვირჩევდი.