კვლავ გამოჩნდა ბოგირი და შუკა ..
12
სექ
2025
ოთარ ჭილაძე
კვლავ გამოჩნდა ბოგირი და შუკა.
გაიცრიცა, გაიფანტა ბოლი.
თითზე კბენა გვიანია უკვე,
არც ვაპირებ...არც დამჭირდეს მგონი.
ამიტომაც, სჯობს ვუსმინო ნაჯახს,
სადღაც ასე უხეშად რომ მღერის.
სულში შენგან მაინც რაღაც ჩარჩა–
უმნიშვნელო, ვით ყვავილის მტვერი.