კვნესა
18
ოქტ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
კვნესა
მთის მწვერვალებს, მთის მწვერვალებს.
მთის არწივი უგზნებს თვალებს,
შესტირის და შევალალებს.
მთის მწვერვალებს ხომ მზე ანთებს,
და მათ კალთებს, და მათ კალთებს
აელვარებს, აქათქათებს.
კვნესა ისმის: “შევინახეთ
და ვერ ვპოვეთ, ვეღარ ვნახეთ,
რაც დავამხეთ, რაც დავმარხეთ”...
ცას არ ესმის, ის მკერდს ანთებს,
და მდუმარე მთების კალთებს
დაელვარებს, დაჰქათქათებს.