ლამაზი, როგორც მაისის დილა..
20
ნოე
2025
ფრიდონ ხალვაში
ლამაზი, როგორც მაისის დილა,
გოგო ტყისპირებს ჩამოირბენდა,
შემოიქნევდა ნაწნავებს წყვილად,
დამიტოვებდა ღიმილს იმედად.
დამიტოვებდა იმედად ღიმილს
და ვიდექ ასე, სადმე ფიჭვებთან,
თვალებში მედგა თვალები მისი
და გახსენება გულზე მიჭერდა.
მეთხოვა, აღმა იდენდა წყარო,
დამიჯდებოდა ცერზე მიმინო,
განათდებოდა ღამე უმთვარო,
კარს გამიღებდა კლდე უღიმილო.