ლენინის ორდენის მიღების დღე. 1936 წ.
13
ივნ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ნახტომი ვის ჩვევია ვეფხვისთანა,
გამოხედვა ვის აქვს არწივისთანა,
მნათი ცაზე არ იქნება მზისთანა,
მგოსანი კი გალაკტიონისთანა.
შვენის ყაზბეგს მოგიზგიზე ცისკარი,
შვენის არაგვს ძველი არაგვისკარი,
შვენის ზეცას მზე მსოფლიოს ოდენი,
გალაკტიონს კი - ლენინის ორდენი.