ლექსების გარდა იარაღი არა მქონია ..
30
ოქტ
2025
მარიჯანი
ლექსების გარდა იარაღი არა მქონია
ლექსებს ვატანდი გულის ნადებს და გულის წყრომას
რამდენი რამე წარსულიდან მოსაგონია
ყოველი ლექსი გატაცებით უდრიდა რომანს
რამდენი კარგის და ავისა ვიყავ მნახველი
და ყოველივე ანარეკლი ხომ რჩება სადღაც
ლექსები იყო ჭეშმარიტი გამომსახველი
იმის რაც ჩემში სამუდამოდ ჩაკვდა თუ აღსდგა
ჩემი თაობა სამწუხაროდ ნელი-ნელ მიდის
და იშვიათად მხვდებიან ჩემი ტოლები
მე არ მაშინებს დასასრულის ნისლი და ბინდი
ისევ ლექსებით ჩემ სიბერეს შევებრძოლები