ლექსიც ცოცხალი კაცივით ფიქრობს ..
29
დეკ
2025
ზაურ ბოლქვაძე
ლექსიც ცოცხალი კაცივით ფიქრობს,
ტირის, იცინის, ღელავს და იწვის...
ამ წიგნის ყველა სიტყვას და სტრიქონს
აცხია ჩემი ცრემლი და სისხლი!..
ლექსი ნატვრაა, ახდომას ითხოვს,
ამ ნატვრის ფასი მკითხველმა იცის...