ლოთი

ჭაჭანაჭამი ტახია,
გორავდა, როგორც კვახია,
თავზე წაადგა ბეკეკა,
უთხრა: - ღორებზე ახია!

ტახმა ქვევიდან შესტირა:
- მთვრალი თხა არ გინახია?
- კი, როგორ არა, ბატონო,
კიდევაც გამილახია!