ლოცვა გაფრენისათვის
23
ნოე
2025
ტერენტი გრანელი
წამი აღმაფრენის
და ფიქრი ნაჩვევი.
ღმერთო! გამაფრინე
და ქრისტე მაჩვენე.
ხელს მაღლა აგიშვერს.
ცოდვა ადამისა.
ღმერთო გამაგიჟე
და შენვე დამიცავ.
ნეტავ ზღვის ძახილზე
გრიგალს გავეტაცე.
ღმერთო! გამაღვიძე
მე სხვა პლანეტაზე.
მიმაქვს პანაშვიდი,
ვარ ღია ბაღისებრ.
ღმერთო! დამამშვიდე
და ძილი მაღირსე.