ლოცვა მთვარესთან
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
ლოცვა მთვარესთან
გლოვის ზარებით გამაქანებს თეთრი კარეტა
და ჩემი სული სამოთხეში მივა გოდებით.
ზამთრის ვარდები დაიმსხვრევა ბაღის კარებთან.
გლოვის ზარებით გამაქანებს თეთრი კარეტა.
უშნო წარსულის სიმახინჯე მივლის გარედან.
საშინელებას მირაჟებით მე ველოდები.
გლოვის ზარებით გამაქანებს თეთრი კარეტა
და ჩემი სული სამოთხეში მივა გოდებით.