მაღალო ცაო, ისევ შენ გიმზერ

***

მაღალო ცაო, ისევ შენ გიმზერ,
იქ, უცხო მხარეში ალბათ მომელიან.
ძვირფასო, ვდგავარ გზაჯვარედინზე
და ვიცი, ჩემი გზა ახლა რომელია.

ისევ აქა ვარ, თუმცა ვარ იქაც,
და ლექსი - გულია, და ლექსი - სისხლია.
სხვაგვარ დუმილით ვუსმენ მუსიკას
და ახლა სიკვდილი ასე ადვილია.