მაისი (ნელი ნიავი)
13
ნოე
2025
გალაკტიონ ტაბიძე
ნელი ნიავი ტყის ფოთლებს
ეჩურჩულება, თავს ივლებს.
ნელი ნიავი გულს უხსნის
მაისის ფერად ყვავილებს.
აზურმუხტებულ მინდორზე
ნამი ათასფრად ბრჭყვიალებს,
მზე ამწვანებულს კორდს და ველს
სხივს აფრქვევს... თავს დასტრიალებს.
მალე, სულ მალე ბულბული...