მას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი ..
26
აგვ
2025
ოთარ ჭილაძე
მას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი
მან ბევრჯერ იგრძნო გაქრობის შიში.
დღეს კი შენ დგახარ ნანგრევის ჩრდილში
და უცქერ ქალაქს ჩრდილივით მშვიდი.
დღეს შენ ხარ და დღეს შენი ბრალია,
რაც შეემთხვევა: კარგიც და ცუდიც...
არც ერთი წუთით, მე გთხოვ ძალიან,
არ დაივიწყო არც ერთი წუთით.