მათ ბევრი ჰყავთ ხელოვანნი ..
12
დეკ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
ციკლიდან „პაციფიზმი“
მათ ბევრი ჰყავთ ხელოვანნი,
განა მარტო როდენი?
მათ ახარებსთ სულიწმინდა
და მადონნას ლოდინი.
ამბობს: მხოლოდ გრძნობა მინდა
და მზე მცირეოდენი,
ცოტა - ქარის ოდენი,
ცოტა - ნეკის ოდენი!