მატარებლობანა
9
ივნ
2026
მაყვალა მრევლიშვილი
ჩუ-ქუ, ჩუ-ქუ, ნახე,
ორთქლმავალი მოდის,
ჩაუჯექი ჩქარა,
არ დაგიწყებს ლოდინს!
ჩავუსხედით ყველანი
ესეც ჩვენი ბარგია,
მატარებლით მგზავრობა
ძლიერ, ძლიერ კარგია.
სადგურია! მოვედით,
სეირნობა კმარა,
დადგა მატარებელი,-
გადმობრძანდით ჩქარა!