მათრახიანი ხოხობი (იგავ-არაკი)
4
ივლ
2025
სულხან-საბა ორბელიანი
ნადირობას ვიყავ. მამალი ხოხობი გაფრინდა. ქორი მოვუტიე. მერმე დედალი გაფრინდა. აღარა მაქვნდა რა. მათრახი შევსტყორცნე.
მათრახის ბილდირგა ხოხობს ყელს გადაეცვა და წავიდა.
მეორეს წელს შემოვიარე, მას ხოხობს ღლაპნი დაეფრინნეს და ყველას ყელზე წვრილნი მათრახნი ეკიდნეს.