მძიმე ქარები გარეთ კვნესიან ..
15
იან
2026
ტერენტი გრანელი
მძიმე ქარები გარეთ კვნესიან,
დღემდე ოცნება სივრცე მეგონა,
რა ძვირფასია ეს პოეზია
და იდუმალი ქალი ლენორა.
მიყვარს ეს ვარდი,მიყვარს ეს ია,
ფიქრები ფიქრებს გადაეკონა,
რა ძვირფასია ეს პოეზია
და იდუმალი ქალი ლენორა.
გულს გრიგალები შემოესია
დღემდე ოცნება სივრცე მეგონა
რა ძვირფასია ეს პოეზია
და იდუმალი ქალი ლენორა.