მე ისევ ცისფერ სიშორეს ...
18
ივნ
2026
ტერენტი გრანელი
მე ისევ ცისფერ სამყაროს ვეძებ
და სადღაც ჩემზე ტირიან დები.
ახლა მარტო ვარ მე ბრძოლის ველზე
და ირგვლივ დგანან ურიცხვი მტრები.
მე ამდენ დარდებს გულში რად ვაწყობ,
ანდა მიწაზე რა დამრჩენია.
დამამარცხებენ? დე დამამარცხონ,
ვგრძნობ მომავალი მაინც ჩემია.