მე მეზიზღება მყუდრო ნაპირი ...
24
იან
2025
გალაკტიონ ტაბიძე
მე მეზიზღება მყუდრო ნაპირი -
სხვა არაფერი;
ქარი მწყურია მე პირდაპირი -
სხვა არაფერი.
რომ ღამე იყოს შავი, მწყურია,
ერთი უბრალო ნავი მწყურია;
ო, ნავი, ნავი, ნავი მწყურია -
ერთიც ნიჩაბი,
სხვა არაფერი!