მე მტკვარი მომცემს წყალსა და თევზებს ..
10
ივლ
2026
ოთარ ჭილაძე
მე მტკვარი მომცემს წყალსა და თევზებს
ტყე მომცემს ფრინველს და რბილ ბალახებს
და როცა მთვარე გადმოვა მთებზე
ყველაზე სწორედ გზებს დამანახვებს
და ღამით ჩემთან შემოსულ სტუმარს
მე წავუკითხავ მთვარიან ღამით
ლექსებს რომლებიც ჩნდებიან ჩუმად
როგორც შვილები უცნობი მამის
მე წავუკითხავ რომ გრძნობდეს ისიც
რას ნიშანავს ჩემთვის მტკვარიც და მთვარეც
ანუ რატომ ვთვლი სიცოცხლის ღირსად
მათ სინათლეში გახელილ თვალებს.