მე ფოთლებიდან დამეფინა სხივების ჩქერი..
21
აგვ
2026
ფრიდონ ხალვაში
მე ფოთლებიდან დამეფინა სხივების ჩქერი,
ვით ჩრდილოელი გოგონას თმები...
და მე რატომღაც მომაგონდა, რომ მოვა ჯერი,
მეც დავბერდები.
მეც დავბერდები
და ასევე ბაღის კიდურებს
ჩავუვლი, ხეებს მივაპყრობ თვალებს,
მაგრამ ამ სხივებს ფოთლებიდან ჩამოკიდულებს
გოგოს ქერა თმებს არ შევადარებ!..