მე ქუჩაში ვარ, ისევ ღამეა
8
ივლ
2025
ტერენტი გრანელი
მე ქუჩაში ვარ, ისევ ღამეა
და ქრიან ღამის შავი წამები.
და გარინდების წყნარი წამია,
ამგვარ წამებას მივესალმები.
და ის იმედი ისევ იქ არი
და უმზეობა იგრძნეს მინებმა.
იყოს წვიმები, იყოს გრიგალი,
იყოს დუმილი და მოთმინება.