მე სად გეძიო: თოვლში თუ ქარში
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
***
მე სად გეძიო: თოვლში თუ ქარში!
ალბათ ისინი მაშინ ცდებოდნენ.
ეს ოთახია, გავალ ქუჩაში
და ვივლი, სანამ დავიღლებოდე.
ბედი სად არის: თოვლში თუ ქარში!
გუშინ ფიქრები ნელა კვდებოდნენ.
ეს ოთახია, გავალ ქუჩაში
და ვივლი, სანამ დავიღლებოდე.