მე სისხლს მიჩქარებს და თავბრუს მახვევს ..
23
სექ
2026
ოთარ ჭილაძე
მე სისხლს მიჩქარებს და თავბრუს მახვევს
ეს დიდებული ჯვარი და მხცეთა.
თითქოს პირველად ვიგებ შენს სახელს.
ან ვეთხოვები საყვარელ ცხედარს.
მეც მცემს ამ მთებზე გამსკდარი სეტყვა,
ჩემზეც გადმოდის ამ ცის სიფითრე,
მათი ბრალია, რამეს თუ გეტყვი,
ანდა არ გეტყვი, მაგრამ ვიფიქრებ.